вторник, 7 апреля 2009 г.

აღდგომისა


ქრისტეს აღდგომისა

 

 
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკლელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესელის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს. სულო წმინდაო შემეწიე.

 დასწერს და წინასწარმეტყველებს, საღმერთო წინასწარმეტყველი მეფეთა და წინასწარმეტყველთა თხემგვირგვინი დავით, (ფსალმუნსა შინა, რიზ, და რიცხვსა, კდ.) ესე არს დღე უფლისა რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ, და ვიშვებდეთ ამას შინა. სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა, წმინდისათა ამინ.

ღჳთის მოყვარებით შემოკრებულნო ერნო, და ქრიტეს მორწმუნენო შვილნო. როდესაც შემოქმედმან და დაუსაბამომან ღმერთმან, დასაბამსა ცა და ქვეყანა დააფუძნა და არა არსისაგან არსად მოიყვანა და შექმნა, და დაბადა, განდებითა მიუწდომელითა, და სიბრძნით ძალ-განუზომელითა, და ზღვასა, და ჴმელსა თჳსა მდგომარეობა განუწესა და ბნელი, და ნათელი განჰყო და განარჩია. ვითარცა დაგვიწერს მოსე წინასწარმეტყველი შესაქმეთას შინა, პირველსა თავსავითარმედ, `დასაბამად ქმნა ღმერთმანცა და ქვეყანა. და ბნელი იყო ზედა უფსკრულთა. და სული ღჳთისა იქცეოდა ზედა წყალთა. და შემდგომი: მაშინვე იქივ გამოაცხადა ბრწყინვალება და მშვენიერება დღისა, თუ სიბნელე და სიღამე როგორ შემაღონებელი არის კაცის თვალისა და გულისა, ესე ყოველთავე კეთილად უწყით. მაგრამ სინათლე დღისა, და შემოსლვა მზისა ვითარ განმანათლებელი არის გონებისა, განმწნედილი არს ცნობისა. განმაღვიძებელი არს ცნობისა. განმაღვიძებელი არს საგრზნობელთა, ცხოველობისა აღმაორძინებელი და უძლურთა და სნეულთა სიმრთელისა მაიმედებელი, და შეჭირვებულთა ნუგეშის-მცემელი, და ყოველთა ქვეყნიერთა მოქმედებათა სულიერთა, და ჴორციელთა საქმეთა წარმმართებელი, და განმაწესებელი. და ვითარმედ სხვაცა უმრავლესიკეთილოვნება ითქქმის, აღმატებული, და განზრქელებული დღისათჳს ბრძანებითა ღჳთისათა დაბადებულისა, რომ როგორც პირველად მოგახსენე, რომ ჩჳჱნ თვალს წინ ამისთანა საკვირველი ღმერთს არა დაუბადებიარა ვითარ პირველად ზეციერნი უსხეულონი პირველნინათელნი ცხრა დასნი განწყობილნი ანგელოსნი. და მერმე დიდნი იგი მნათობნი კვალად მუნვე ზეციერნი, და ეგრეთვე დღეცაესე ნათლიერი ამათ მიერ განბრწყინვებული, და ღჳთის საკვირველის ბრძანებით დაბადებული, ამაებს რომ კაცის თვალმან მიხედოს, სასუფეველს გარდა, ამისთანა საკვირველი დაბადებულება, არცარა დაბადებულა და არცარა განგებულა. მაგრამ განჰკვირდით ქრისტეანენო, ამისთვის კი არ დასწერა დავით წინაწარმეტყველმა `ესე არს დღე უფლისა ვიხარებდეთ ამას შინა და ქრიტეს აღდგომითვის, წინასწარმეტყველებს და მოასწავებს გამოვიძიოთ რომ რა უნდა იყოს ეს ამისთანა საკვირველი და სასიხარულო დღე.

კვალად ძველთა მათ პირველთა დღეთა შინა ადამ რომ დაბადა ღმერთმან, და იმისი შვილის შვილნი განმრავლდენ, თქჳჱნც მოგხსენებიათ ვითარნი ძლიერნი კაცნი მჴნენი და გმირნი გამოვიდნენ, მაშინ ცოდვაც გარდაერიათ, და მეტის ამპარტავნებით აღარც ღჳთის ცნობა ჰქონდათ. მანამდის შვილი, შვილს მისწვებოდა, ერთი მეორეს ეტყოდა, ჩჳჱნი პირველი მამა ადამ, ღმერთს ამ გვარად და ასე დაუბადებიაო, მაგრამ რადგან არც წერილი იცოდენ, და სიმრავლითაცა და ამპარტავნებითაცა განლაღებუნი იყვნენ, ეს უწყინათ ღმერთმან ვითარცა წერილარს `და თქჳა ღმერთმან, შევინანეო რამეთუ შევქმენ კაცი. მაშინ ნოე მართალი კაცი გამოირჩია, ღჳთის მსახური და ღჳთის სათნო, და იმას ღჳთისაგან კიდობნის გაკეთება ებრძანა რომ მინდა წარღვნაო ყოველი ქვეყანაო. მოჰყვა და ერთი დიაღ დიდი საშინელი კიდობანი რამ გააკეთა. და იმაში ღმერთმან შვიდ შვიდე წმინდა ცხოველი და ოროლი არა წმინდათაგანი ცხოველი შეკრიბეო უბრძანა: და სხვათ ასეთი წარღვნა მოუვლინა, რომ რაც დიდროიანის მთების სიმაღლე არის, იმაზედ ათხუთმეტი წყრთა უმეტეს სიმაღლეზედ ზე მიმოაქვნდა იმ საშინელს წყალსა ის კიდობანი, და ყოველნივე მოიშთვნენ, დ აიმ კიდობანში მყოფნი ღჳთის ბრძანებით ყოველნივე ორმოცს დღეს უკან უვნებელად განერნენ და გამოვიდნენ, და კვალად განმრავლდენ კაცნი, და ყოველნივე მიერითგან. და აღორზინდა ყოველი ქვეყნიერი და მშვენიერება ყოველთა ორძილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, ასე რომ ახალსა ცასა, და ახალს დაბადებულს ქვეყანას მიემსგავსებოდა. მაგრამ არც იმ დღისათჳს დაწერა დავით წინასწარმეტყველმან ეს სიტყვა: და ახლა ქრისტეს აღდგომისათჳს კი წინასწარმეტყველებს ` ესე არსო დღე უფლისა, ვიხარებდეთო ამას შინა. განვკვირდეთ ქრისტეანენო, და გამოვიძიოთ რომ რა უნდა იყოს ეს ამისთანა სასიხარულო დღე ესე ქრიტეს აღდგომისა. მაგრამ ახლა კიდევ სხვა ამაზე უმეტესი, და უაღმატებულესი ესე ვთქვათ რომ, როდესაც ღჳთის მოწყალება კაცისა ცხოვნებისათჳს შესაწევნელად აღიძრა, და თაჳში მხოლოდ შობილი ძე, უფალი იესო ქრისტე, ჩვილი ყრმა, ბაგასა შინა მწოლიარე, ჴორციელად თვალით დაგვანახვა, და ანგელოსნი ზეგარდმო ღაღადებდეს: `დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა გვახარეს. ამის უკეთესის სიხარულის დღე სადღა მოგვევლინებოდა ქრისტეანეთა. მაგრამ ამისთანა ცისა და ქვეყანისმშვიდობის მოფენისთჳს კი არ დაწერა დავით წინასწარმეტყველმან, და ახლა ამ დღისათჳს კი წინასწარმეტყველებს: `ესე არსო დღე უფლისა, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ, და ვიშვებდეთ ამას შინა. ჵი საკვირველი ჴმა ქრისტეანენო, ჵი ტკბილი, და სასურველი მოსმენაჲ შვილნო საყვარელნო: ,,ესე არსო დღე უფლისა, ვიხარებდეთ ამას შინა. ვიშვებდეთ და გავბრწყინდეთ, განვსცხრეთ ამა ბრწყინვალესა დღესა. არამედ ,,ნუ სიმღერითა და მთვრალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შევიმოსოთ უფალი იესო ქრისტე აღდგომილი მკჳდრეთით, და ჴორცთა ზრახვასა ნუ ვყოფთ გულის სათქმელ. ვიხარებდეთ ამ ბრწყინვალესა დღესა მორწმუნენო, ვმადლობდეთ და თაყჳანისცემდეთ ამ ნათლით აღსავსესა დღესა საყვარელნო. და რისათჳს, და ვითარ. ამისთჳს რომ ზეეეციდამ დიიიდი საშინელი ღმეეერთი, ჩჳჱნის სიყვარულისათჳს რომ გარდამოვიდა, და იშვა ქალწულისა მარიამისგან უთესლოდ და უმამაკაცოდ, და აღიზარდა და ოცდა ათსამმეთი წელიწადი ქვეყანაზედ იქცეოდა, წმინდა სახარება და სჯული დაგვიდვა, გვიმოძღვრა, გვასწავლა, გვიქადაგა, ცოდვილნი მოგვაქცივნნა, და მრავალნი სასწაულნი ქმნა: ბრმათა თვალნი აღუხილნა და წიდოვანნი და კეთროვანნი განსწმინდა და დაღრეკილნი, და განრღვეულნი, და მკელობანი ავლინნნა, სულინი არა წნიმდანი განსდევნნა, მკდუარნი აღადგინა, და მრავალნი, სნეულნი, და უძლურნი განჰკურნა. მაააგრამ გაიგონეთ შვილნო ქრსიტეს საყვარელნო, და კეთილად მოისმინეთ რომ, იმ ჩუჱნს პირველს მამას ადამს რომ ეშმაკისათჳს პირობა მიეცა, ჩემნი შვილნი და შვილიშვილნი შენს ჴელში მოვიდნენო, დ აიმ ადამის გაჩენიდამ რომ ქრისტეს აღდგომამდისინ სულ ყოველნი სულნი ჯოჯოხეთში მივიდოდნენ, იმათს სულსა იმ ჯოჯოხეთიდამ ესეები რაც მოგახსენე, ვერც ერთი ვერ გამოიყვანდა ჯოჯოხეთიდამ, ვერც ერთი ვერ დაიხსნიდა ეშმაკის ხელიდამ. ამაებით იმათს სულს არა ეშველბოდა რა, თ არ ჯვარცმით და სიკუდილით, და უმეტესად, და უაღმატებულესად კვალად და კვალად თუ არ ქრისტეს აღდომით. ამისთჳ, ესე არს დღე უფლისა, და ვიშვებით და ვიხარებთ ამას შინა რომ დღეს ქრისტეს აღდგომამ აღმოიყვანა ადამ შვილთ, და შვილის შვილთა ჯოჯოსეთით მუნცა მორწმუნენი სიტყვათებრ მამათასა, და ზეცისა სასიფევლად აღიყვანნა, დღეს ქრისტეს აღდგომამ დასცა და ქვე დააკვეთა ადამის მომაცთუნებელი ეშმაკი, და შეკრა და შესჭრა სიკუდილისა ძარღვი, და საკვირველი შემპყრობელი და წარმწყმედელი ჩუჱდა შებორკილა მძიმითა ჯაჭვითა ღუთის რისხჳცეცხლისათ, ყოველივე ზალი და ღონე მისი მოაუძლუირა თუ ჩუჱნის, ნებით იმის ნებას არ მივეცემით, თუ ჩუჳთვის წარწყმედის მონდომებით იმის ნებას არ მივეცემით, იმას შეპყრობა ჩუჱნი აღარ ძალუძს, ამისთჳსა რომ ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, და ,,დღესა ამას განვარდა მთვარი იგი ბნელისა, და ამისთჳესე არს დღე უფლისა, და გვიხაროდეს დღესა ამას რომ რომელნიც წმიდის ნათლის-ღების შვილნი ვართ, და წმიდას აღსარებასა და სინანულს აღვასრულებთ, და წმინდას ზიარებს ვეღირსებით წეშმარიტად ჩუჱნც ქრისტესაგან სასუფეველში აღყვნებულს სულებთან აღსვლა გვეღირსება, ამისთჳს აღსდგა ქრისტე საყვარელნო ქრისტესანო და ბნელსა ჯოჯოხეთისა, და საძაგელს მღრჭენელს ეშმაკის ჩუჱნი სული გამოსტაცა თავისის უკვდავის სისხლის დათხევით, და დღესა ამას ჭეშმარიტის მკუდრეთით აღდგომით გამოიხსნა, და ზეცად სასუფეველსა შინა აღიყვანა, და საუკუნოდ დაამკვიდრა, და ამისთჳს ვიხარებდეთ რომ ჭეშმარიტად ესე არს ჭეშმარიტი დღე უფლისა ჩუჱცხოვნებისა და სასუფევლად აღყვანებისა. მაშ ჩუჱსულს იმ ეშმაკს ნუღარ დავანებებთ წარსაწყმედათა შვილნო. ნუღარაცა ვიქმთ იმის ნებესა შვილნო სულიერნო, თორემ ვითარცა ლომი მყვირალი მომავალს შთასათქმელად ჩუჱნდა. და თუ ნებას მივცემთ, დიაღ მალე და მსწრაფლ კიდევ მოგვკიდებს ჴელსა და საუკუნოდ წარსაწყ,ედელად ჯოჯოხეთისაკენ წაგვათრევს, და შთავეგზნებით ცოდვილნი, ცოდვისა და ეშმაკისა ნებისა მიმყოლნი ჯოჯოხეთისა უფსკრულისა სიბნელესა, ღრმასა ძნელსა გარესკნელსა, და აღსავსესა ღუთისა რისხვისა ცეცხლითა, კუპრითა, ფისით, წუმწუმებითა და ნავთითა მფოფინარედ აღდუღებულსა, გულის შემბნედელსა, და შემაღონებელსა ორთქლისათა. ამაებაში შთააგზნებენ ის ბილწნი ეშმაკნი თავის ნების მიმყოლთა ცოდვილთა და უნანებელთა, რომელსა შინა ეკიდებათ ცეცხლისაუკუნო გაუქრობელი და დაუნელებელი. და მერმე მიეცემიან გველთა სასტიკად მკბენელთ ღრიანკალთა შხამიანთა, მატლთ დაღვრაჭნილთა, და ვეშაპისა პირთა დაღრენილთ სიმყრალითა, და ცეცხლით სავსესა შთასაზთქმელად, და მუცლითვე სიცოცხლით გამსვლელნი ესე ვითარედ ახლად და ახლად უკვდავად და საუკუნოდ იტანჯებიან რომელ არ ძალგვიძს გამოთქმად ენისაგან, სიმწარე, სიმყრალე, სიძნელე, სიცეცხლე, და საუკუნო წვა და დაგვა ცოდვილთა რომელიც ჯოჯოხეთში და ეშმაკის ნების მიმყოლთ მიეცემა; ვაი და ვაი არს, და ათასჯერ ვაი ითმის იქ მიმსვლელთათჳს ქრისტიანენო. და რასათჳს, და რა სარგებელისა და სიამოვნებისათჳს შვლნო. ეეერთის წუთის ამ სოფლის ცოდვის სიმყრალისათჳს. და ახლა რომელი არს იმ ცოდვის სიმყრალე, და ან ეშმაკის ნების მიყოლა, და იმისი მოსაწონებელი საქმე რომელი არს, ესეებიც უნდა მოგახსენო, და გაგაფრთხილო, და მცირედ სასმენელი მომიპყარით.

ეშმაკის ნების მიდევნება ესე არსქრისტიანენო. პირველადრომელიც არ მოინათება, და ნათლის-ღების შვილება არ ეღირსება, ჭეშმარიტებით ვიცით რომ იმას არც სასუფეველი შვილება ეღირსება, და ვერცა ცხონდება, ვითარცა ბრძანებს წმინდა სახარება. კვალად ეშმაკის ნების მიყოლა, და ეშმაკის ნება ეს არის. ვინც აღსარებას არ იტყვის, წმინდას ზიარებას წელიწადში ერთხელ მაინც არ ეზიარება, ჭეშმარიტებით ვიცით რომ ის ვერც მართალი ქრისტიანე არის, და არც სამართალი არის რომ, ან თუ სიკუდილის დღეს ეღირსოს იმას ზიარება, რადგანაც უზიარებლობის ხანი გაუგრძელდება, და იმ დაჭირებაში კი მაშინ მოძღვარს მიიყვანენ, იმასაც სხვანი ძალადა თორემ ეგებიის თჳთან მიმაკუდავი არც მაშინ ნდომებდეს თავის ცხოვებასა, და რაზე იქნება ის ღირსი ცხოვნებისა. კვალად ეშმაკის ნება არის საყვარელნო, რომელიცა მკითხავისა, და მექერეობისა, და სხვა გრძნეულობის მიმდევარი და მიმყოლი არის, ჭეშმარიტად ძველისა და ახლისა წერილით მოგახსენებ, რომ ის არც ქრისტიანებში გასარევია, და იმისთანა, სიკუდილის დღეს უსჯულოსაგან უნდა დაიმარხოს, ქრისტეანისაგან დამარხვის ღირსი არ არის. კვალად ეშმაკის ნება არის რომ ვინც წირვასა, და ლოცვას უმეტესად კვირასა, და დღესასწაულს დღეს დააკლდება, და არ მოისმენს, და ან კვირასა, და უქმეს არ დამარხავს, და ან ნაყროვნებითა, და სიმთვრალის სიმყრალით დაით[რება და გაჭირვეულდება, და ან წმინდას მარხვებს წარევს, ჭამითა და სმითა და ან ცოდვის სიბილწესა და არა წმიდების საქმეს მიჰყვება, და ან წმიდის მოციქულისაგან კერპთ-მსახურად სახელდებულს მპარაობასა, სიხარბესა, ქრთამსა და ტაცებას მიყვება, და ან შურისა, მტერობისაგან და შფოთისაგან აღარ დასცხრება და ზვაობითა, და ამპარტავნებით განლაღებული, და ძმათ და მეზობელთა მოძულე და მოთაკილე არის, ჭეშმარიტად ქრისტისნენო, ამისთანა ვინმე, და ესე ყოველნივე ეშმაკის სასიხარულო, და იმისი მოსაწონებელი ნება და საქმე ეს არის, და ჩუÀნი წარმწყმედელი, და ჯოჯოხეთში შთამაგზნებელი. და სასუფევლის სამკვიდრებლისა დამკარგველი, ვითარცა წმიდაÁ მოციქული პავლე კორინთელი ერს მიუწერს, ვითარმედ ,,ნუ სცდებით არცა მეძავთა, არცა კერპთ-მსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუვენთ, არცა მამათმავალთა, არცა ანგართა, არცა მპარავთ, არცა მომთვრალთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღთუისა ვერ დაიმკვიდრონ. ხომ მოისმინეთ საყვარელნო მოციქულის ბრძანებაცა რომ ამისთნაების მოქმედი სასუფეველში ვერ შევა, და ვერ ცხონდება, მაშ ჯოჯოხეთში შთაეგზნება, მაშ წარწყ,დება, მაშ ეშმაკების მიეცემა, მაშ საუკუნოდ იტანჯება, მაშ ღუთისაგან დაიწყევლება საშინელს მეორედ მოსლვასა ,,წარვედო ჩემგან წყეულ ცეცხლსა მას საუკუნესა: ვაი, ვაი ამ ამის გამოგონესა, და ჴმსმენელსა. ხოლო რა ძნელი და საშინელი შერისხვა არის ცოდვილისთჳს ს ამისთანა ღუთის წყრომის მკა საყვარელნო, და რასათჳსღა უნდა ჩავცვივდეთ მეორედ კიდევ ჯოჯოხეთში ერთხელ ქრისტეს უკუდავის სისხლით დახსნილნი, და რისათჳსღა უნდა ეშმაკს მივეცენით, და ის ჩუჱმეორედ მოვირიოთ, ერთხელ ქრისტეს აღდგომის მადლით დაცემული და იმის ძალით დამდაბლებული. ჭეშმარიტად გავსინჯოთ რომ დიაღ დიდი უგუნურება, და უმეცრება არის, ემ ერთის წუთის ცოდვის სიმყრალისათჳს , ქრისტეს ტკბილი მამაშვილობა დავკარგოთ, ღუთის შვილება, სასუფევლის შვილება, ანგელოსებთან მეგობრობა, დავკარგოთ, და აქ ხომ წმინდა ემბაზი და ნათლის-ღება და წმიდაჲ წირვა და ლოცვა, და წმიდაჲ ბარძიმი განვიშოროთ და დავივიწყოთმ ამ სოფლის წუთის სიამოვნებისათჳს, რომელი დღეს არს, და ხვალე განქარდების, დაჭნების, მოაკლდების, განილევის, ამ სოფლის სიმდიდრე, სიდიდე, შვენიერება, სილამაზე, ახოვნება, სიმჴნე ზალი, სიჭაბუკე და თვალთ-ტანადობა, ყოველივე მალე მსწრაფლ. და ადვილად განილევა, ვითარცა კვამლი, ორთქლი, აჩრდილი, სიზმარი, მტვერი და ავლი. მაგრამ ის საუკუნო დიდდება, და ცხოვნება კი დაუსრულებელი არის, ვითარცა ტკბილი და სახიერი და მოწყალე პირი უბრძანებს, თავის ნების მყოფელთა, და კეთილის აღმასრულებელთა, მლოცავთა, მოწყალეთა, სიწმინდის მოყვარულთა, წირვასა და ლოცვის მოყვარეთ, ძმათ და მეზობელთა მოყვარეთა, აღსარებისა და ზიარების მოყვარეთ, დაბალთა და მშვიდდთა, ვითარმედ ,, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქუჱნტჳს განმზადებული სასუფეველი ცათა”. ამ ამას რა ღირსა საყვარელონო და რომელი ბილწი ცოდვა უნდა გავსცვალოთ, და ეს ჴმა კი დავკარგოთ, და ნაცვლად ამისა წყევა და ქრისტესაგან ვედრება მოვიღოთ, ნუ იყოფინ და ნუ ვიქმთ ქრისტეს მორწმუნენო ქრისტეს აღდგომის მნახავნი და თყვანის-მცემელნი, ამის შეუფერებელთა და ღუთის საწყენ საქმესა. გევედრები ღუთის საყვარელნო, ქრისტეს აღდგომისათვის სრულიადაც განვიხაროთ, რომ უფალმან ჱჩუნმან ეშმაკის და ჯოჯოხეთისაგან გამოგვიხსნა, და ეგრეთვე ჴორციელად განვიხაროთ, ნურც სიდიდისა და სიმდიდრიდ მქონებელნი გავამპარტავანდებით, რომ, ეს ვიცოდეთ რომ ის სიდიდე და სიმდიდრე ჴუნის ძალისაგან ნუ გვგონია, ეს უნდა ვიცოდეთ რომ ის ღუთის მოწყალება რიან, ღმერთსა ვმადლოდეთ და ღუთის სამსახურისა ჩუჱნის და სულისათვისაც მოვიკმაროთ და ვმსახუროთ. და თუ ღარიბნი და გკაცხაკნი ვართ ამისთვისაც უმადლო ვიქნებით ღუთისა, და ნუცა შევსწუხდებით, რომ თუმრ ამისი ღირსნი ვართ, და მოვითმენ და ღუთის ნებაზედ დავსდგებით, რაც აქ დაგვაკლდა სასუფეველშუ უკეთეს სიმდიდრესა და დიდებას მოგვცემს და გვაღირსებს. ეგრეთვე თუ მართალნი და უცოდველნიჴართ, უფროსღა მადლობდეთ ქრისტეს აღდგომისა, რომ ამისმა ძალმა და მადლმა არ მოუშვა ესმაკი ჱუნზედა, და გვაღირსა ამ წმინდას მარხვაში სინანულსა, აღსარებასა, და ზიარებასა. დიდება იმის მოწყალებასა. და თუ ცოდვილნი ვართ და დავაკლდით რომელიც ამ წმინდას მარხვის სინანულს ეკადრებოდა, აღსარებასა, და წმინდას ზიარებასა, ვაი ჱჩუნზედ გახარებულს ეშმაკსა გახარებულს, ეს ყოველივე რომ იმისა სასიხარულოა და ღუთის საწყენი და ჩუჱნისსულის სავნებელია, მაგრამ თუ კიდე შვინანებთ და ცოდვაზე ჴელს ავიღებთ და სხვას მარხვებში სინანულს აღვასრულებთ, აღსარებით, ლოცვით და მარხვით წმინდას ზიარებას ვეღირსებით. ჩუჱნ თქუჱნნი მამანი ღმეთან თავსმდებნი და შუამდგომნი გექნებით, რომ ქრისტეს აღდგომის მადლმა გაპატიოს და შეგინდოსთ, ვითარცა ბრძანებს, ვითარმედ: ,, მოვედითო ჩუმდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქუჱნ. ჵსახიერება და კაცთ-მოყვარეობა ღუთისა, გულის - ჴმა შვლონო ქრისტეს აღდგომას; ეს ძალი აქვს და ამისთანა აქვს რომ ცოდვილებს კიდევ ასე მალე შეგვიწყალებს, მაშ ესე არს დე უფლისა ვიხარებდეთ, ამას შინა. ადიდეთ ქრისტეს აღდგომა მადლობა და თაყვანისცემა შევსწიროთ საყვარელნო. მივხედოთ როგრ მალე შეგვიწყალებს ცოდვილებსა და ჩვენს ცოდვას შეგვინდობს და მოგვიტევებს ჵი საკვირველი მოწყალება ღუთისა ჭეშმარიტად. გუშინ დიდად შემცოდე დღეს შენანებული. გუშინ შემწვირებული და დღეს განწმენდილი. გუშინ განდგომილი და დღეს დაგებული, და სიტკბოებით, და მოწყალებით ცოდვილსა და ბიწიანს ქედზედ ჴელისა მომხვევი, ,, არა დაგივიწყო, და არცა განგაგდო, არ განგიშორო და არ გაყვედრო, ვითარცა უსასყიდლოსა და უკვდავისა სისხლისა ჩემისა დათხევითა სყიდულო შვილო, აწ უკუჱ ჵი მეუფეო, ტკბილო და სახიერო ღმერთო. რაჲ მოგაგონოთ უფალო და რა ჰყოთ ნაცვალი ეგოდენისა მოწყალებისა რომელ ჩჱნზედა ჰყავთ. რათა მადლობა შევსწიროთ შენდა რომელი შენ ეს დიდმან და მაღალმან მეუფემ, ესოდენსა შეწყალებასა, და ჩუჱნის ცოდვების მოტყვებასა და ღირს გვყავ, აღსდეგ დიდებულთა აღდგომათ შენითა და თანა აღადგინე ბრძანება ჩუჱნის, დაცემული მტერისაგან. დაეც და შემუსრე ძლიერება ეშმაკისა, და გამოგვიტაცე ჴელთაგან მისთა, და საპყრობილეთაგან ჯოჯოხეთისათა, და ზეცათა სასუფეველისა შენისა შვილებისა ღირსგვყავ. ამისათჳს გმადლობთ და თაყვანისმცემთ ცოდვილნი მონანი ესე შენნი აქ შემოკრებულნი ერნი სამღვდელონი და საერონი. გევედრებით კაცთმოყვარეო და მოწყალევ დიდებულო მეუფეო, ვითარ იგი დაეც და შემუსრე ძალი ეშმაკისა და გამოგვიხსენ ჴელთაგან მისთა. ეგრეთვე დაეც შემუსრენ მტერნი ჩუჱნნი უსჯულონი და უღვრთონი, აღმაოჴრებელნი ქრისტეანობისანი, და სიქდული მათი. დაამდებლე დიდებულთა ღდგომითა შენითა, რათა არ გავყვედრებდნენ და იტყოდნენ ვითარმედ ,,სადა არს ღმერთი ქრისტეანეთა. ამისტჳს ჩუჱნ აღდგომისა შენისა მოხარულთა მადიდებელთ და თაყვანის-მცეელთა გარდამოგვივლინე ზეგარდმო კაცთ-მოყვარებითი, შენი მოწყალებ: და მოეც ჴელმწიფესა ჩუჱსა მშვიდობა და სიმრთელე და ძლევა მთართა ზედა, და წმინდათა ეკლესიათა შენთა მშვიდობა და ქრისტიანთა განმტკიცება, და ქუჱყანასა ჩუჱნსა, კეთილი და მშვიდობიანი ზაფხული და ჰაერი კეთილი და უვნებელი და უგანსაცდელო, და ნაყოფიერება მოსავალთა საზრდოთა უვნებლობა, რათა ჩუჱნცა დიდთ - წინასწარმეტყველისთანა მოხარულნი ვღაღადებთ. ჭეშმარიტად ესე არს დღე უფლისაი, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა, რამეთუ მისა შვენის პატივი, დიდება, და თაყვანის-ცემა, დაუსრულებლად და სამარადისოდ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამის.

 

 ჩემს სამწყსოს ეკკლესიებში, თავისისწმინდისა თვითო ქადაგება მიღვწია. ერთი პირი ამისი მათიკაშვილის ეკლესიაში დავსდევ; აღდგომის ეკკლესია არის წელსა, 1797

ადაგება სწავლა, სეკდემბერს იდ, ამაღლებასა ცხოველს-მყოფელისა გვარისა, ზემეწიე სულო ყოვლად წმინდაო, ნეკრესელს ამბროსის.ნუ ვის სირცხვილუჩნს მიზეზი ცხოვრებისა ცვენისა, და თავის ყოველთა კეთილთა, რომლისა მიერ ცხოვლვარით, სახელითა მამისთა, და ძისათა, და სულისა, წმიდისათა ამინ.

 

ამ უცხოს ფრასისა, და კეთილწყობით სისტემისა, და ანაქვსის სწავლა ქადაგებასა ცხოველს–მყოფლის ჯვარისათჳს დასწერს ღუთისმოყვარენო წმიდა და ღმეთშემოსილი საზოგადო მამა, და კეთილ მასწავლელი მოძღვარი ეკკლესიისა, იოანე ოქროპირი, მატეს სახსრების განმარტებასა შინა, ორმეოცდა მეათექსვმეტესა სწავლასა. ამას ასე გვიმოძღვრებს, რომ ყოველი კეთილი, და საუკუნო ცხოვრება ამისგან მოგვეცემაო. და ჩუჱნ ქრისტეანენიც ამისთჳს გესავთ, და გვრწამს, და ჭეშმარიტად თყვანისცემით რომ ჭეშმარიტად ყოველი კეთილი ამ წმიდის ჯვარის თაყვანისცემით მოგვეცემა, და ყოველის განსაცდელისაგან გამოჴსნაც ამისის მოწყალებით გვეღირსება. მაგრამ ეს უნდა ვიკითხოთ, რომ დღეს რას მიზეზით განწესებულა წმიდისა და ცხოველის მყოფელის ჯვრის ამაღლება, ეს უნდა მოგახსენო. დღეს ცხოველს–მყოფელის ჯვარის ამაღლების თაყვანისცემა ასე განწესდა. ღუთის მოყვარენო რომე, როდესაც დიდის კონსტანტინე მეფის დედამ ელენა დედოფალმა, მრავალ ჟამსა დაფლული, და ჰურიათაგან დამალული ჯვარი ჰპოვა უფლისა ჩუჱნისა იესო ქრისტესი, მაშინ დიდსა და კონსტანრინეპოლეს შინა ქალაქსა, და ყოველთ ქრისტეანეთ შორის დიდი სიხარული, და ნუგეშისცემა, და ღუთსა მიმართ მადლობისა შეწირვა იყო. მაშინ შემოკრბენ ღმერთ–შემოსილნი წმინდანი მღვდელთ–მთავარნი დიდნი მამანი, და თვით დიდი კეისარი კონსტანტინე, და დედა მისი დედოფალი ელენა, ყოველნი მთავარნი და დიდებულნი დიდისა კონსტანტინეპოლისანი, და შიშით და ძრწოლით თაყვანისცემით აასვენეს აღირე, და მკლავთა და მჴართა ზედა აღაპყრობით, დიდით სასოებით დაასვენეს წმიდას ეკკლესიაში და ყოველს წელიწადს ამისთვის ამ დღეს ჯვარის თაყვანისცემა განაწესეს წმიდამ კრებემა, და წმიდათა პატრიარხთა რომ უწმიდესი პატრიარხი, ანუ თუ ეპისკოპოსი, თავის ტახტსა თუ ეპარხიაში აღამაღლებდეს წმიდას ჯვარსა საშუალ ეკკლესიასა და წმიდას წყალსა, თუ ვარდის წყალში შთსვენებით ოთხსავე კერძოსა აღმოსავლეთისა , დასავლეთისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთს ჯვარის სახედ გამოსახვით აკურთხევდეს, და მართალ მადიდებელთ მეფეთ, და ქრისტეანობას ადიდებდეს, და ყოველნივე სასოებით და მადლობით თაყვანსვცემდეთ წელიწადისა ამის სრულყოფისა მადლობისათვის, საზრდოსა და კეთილ–ნაყოფიერების მონიჭებისათვის, და შემდგომსაცა ვითხოვდეთ მამავალსა მოქცევსაცა წელსა, მშვიდობით დაცვისა და დაფარვისა ქრისტეანობისათვის, და სხვასაცა წელიწადსა ღირსებით უვნებლად მიწევნისათვის მადლითა ცხოველს–მყოფელისა პატიოსნისა ჯვარისათა.

მისთვის ამ დღეს მარხავაც განუწესებიათ ღუთის მოყვარენო, და უბრძანებიათ წმიდას კრებასა , რომ ამ დღესასწაულსა რომელაც დღეს დაესწრას, ამ დღეს მარხვა იქნება: არც თევზი, და არცა ეა სხვა საჴსნილო იჭმება, ამისთისა რომ რადგან იესო ქრისტეს ვნება და სატანჯველებიც დღეს მოიხსნება, რომელიც ჩუჱნის გამოჴსნისათვის დაითმინა ეგოდენი წყლულება, და ვნება, და ჯვარცმა და სიკვდილი. ამისთვის ჩვენც ესე გვმართებს რომ ჩვენთვის ვნებულის იესოსათვის, და ჩვენის ცოდვების მიტევებსათვის დღეს მარხულობა გავსძლოთ, და ლოცვით და სიწმიდით ეს დღესასწაული აღვასრულოთ, და იმისი შემსგავსებული კეთილი საქმე დავანახოთ.

ახლა ამასთან ესეც მოვიხსენოთ, რომ რადგან ჯვარისა და ქისტეს ვნების მოხსენის დღე არის, და ქრისტეს ჯვარს პირზე გამოვისახავთ, როგორც წმიდამ იოანნე ოქროპირმა დაგვიწერა, წმიდა ჯვარი მიზეზი არისო და თავი ცხოვრებისა ჩვენისა, და თვი ყოველთ კეთილთა. ამისთვის ესეც უწყოდეთ რომე, პირზე ჯვარის გამოსახვას რა დამნიშვნელობა აქვს, ან შუბლსა ზედა, ან მკერდზე, დაან მარჯვენით და მარცხენით გამოსახვა რომლის სახე არის და ნიშანი. ამისთვის შემოკლებითესრეთ მოიხსენეთ რომ, ვითარცა დაუსაბამო მამა პირველ გონებად ითქმის და მიზეზად მხოლოდ მშობლისა ძისა მშობელად, და სულისა წმიდისა გამომავლინებლად, ესრეთვე რადგან უმთავრესი, და სრული მეცნიერების ნაწილი გონება არის კაცისა, ამისათვის პირველად შუბლზე სამს თითს დავისახავთ, და ვიტყვით: ”სახელითა მამისათა”. და მერე ვინათგან მხოლოდ შობილი ძე, და სიტყვა ღვთისა დაუსაბამოს მამის გონებიდამ ზეცით გარდამოვიდა, და ქვეყანასა ზედა ყოვლად უმანკოს ქალწულის მარიამისგან განჳორციელდა, ამისათვის მკერდზე დავიდებ, და ვიტყვით ”და ძისათა”. და შემდგომად, ვინათგან ქვეყანასა ზედა გარდამოსვლისაძისა, დაუსაბამოს მამის ნება იყო, და ეგრეთვე ყოვლად წმიდისა სულისა სათნოთყოფა, რომელ ვითარცა მამამან ინება, ეგრეთვე ყოვლად წმიდამან სულმან სათნო იცინა და მოიწონა, და შეამკო და განკაზმა ყოვლადვე ბიწშეუხებელსა და უხრწნელსა მას გვამსა შინა დამკვიდრება ძისა ღუთისა. ამისთვის მარჯვენეს კერძოდ დავიდებთ ჳელსა,და ვიტყვით ”და სულისა წმიდისათა”. ესე იგი, მარჯვენე რომ მამისა ძე არის. ეს მარჯვენისა ძისა განხორციელება მამისა დაუსაბამოსა ნებათა, ყოვლად წმიდამან სულმანცა, განჴკაზმა, და სათნოიჩინა. და მერმე მარცხენეს მჳარზედ რომ დავიდებთ ჴელსა, და ვიტყვით, ამინ. ერთად ასე მოიხსენეთ რომ, ამ ჭეშმარიტს აღსარებითს სარწმუნოებას ვამტკიცებ რომ ამინი დამამტკიცებელი, და დამბეჭვდელი არის ყოვლისა რაჲსამე სიტყვისა. ეგრეთვე ამ სარწმუნოებას ვამტკიცებ. და მეორედაც ესერთ გულის ჳმავყოთ ვითარმედ რადგანყოველს ეშმაკისაგან შემოღებულს საცთურს, უფრომარცხენეს მივაჩემებთ, ამისთვის ვიტყვით ვითარმედ ”სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა” განიდევნოს ყოველი საცთური და სიბოროტე მარცხენის ეშმაკისაგან შემოღებული და მოგონებული, ივლტოდედ, ჩემგან, და შორად განიდევნოს და წარწყმდეს მადლითა და ძალითა ქრისტეს ჯვარისათა, და სასწაულითა და სახელითა წმიდისა ამისა ამის სამებისათა ამინ, ამინ.

ხოლო, ამას გარე, რომელთამე ვიეთგანმე სხვა სახედ შემოღებულნი ჯვარის პირზე დასახვისათვის მოძღვრებულნი რომელ პირველად მარცხენესა კერძოსა, დაისახვენ, და მერმე მარჯვენესა, და მიზეზსა რასამე შემოიღებენ ვითარმედ პირველად ჯოჯოხეტსა შინა ვიყვენითო, ქრისტეს მოსლვამდის. და მერმესასუფეველსა შინა შემოვედითო. ხოლო ესე ვითარისათვის მეცა სიტყვა უგო მათ ვითარმედ, რადგან ჯვარის გამოსახვა მაშინ ვისწავეთ როდესაც უფალი ჩვენი ჯვარსეცვა, და მარჯვენეს მკარზედაც უწინვე ჳელის დადება, მარჯვენეს ავაზისაგან ვისწავლეთ, რომელიცა მარცხენესა მას ავაზაკსა ჰყვედრიდა და ეტყოდა, ვითარმედ ”ჩვენ სამართლად მოგვეცემისო, რომელ სიბოროტითა და ავაზაკობითა ჩვენითა ვიტანჯებითო, და უფალი ესე იესო უბრალო არსო, რასათვის ჰყვედრიო, და მსწრაფლ მეყვსეულად ეტყოდა იესოს, ”მომიხსენე მე უფალო, და შევიდა სამოთხედ. ეგრეთვე ჩვენცა მარჯვენისა მის ავაზაკისა მსგავსად, პირველად მარჯვენესა კარესა ზედა წმიდა ჯვარსა დავისახავთ და ვიტყვით: ” მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, რამეთუ ჩვენცა მარჯვენესა მის ავაზაკისათანა ესრეთ წარვედ მარცხენითო სატანავ, ავაზაკო, მაცდურო, ეშმაკო, წარვედ ჩვენგან, განვედ და განმეშორე, და წარვედ შენ ბნელსა მას ტარტაროზსა საუკუნოსა, რამეთუ ჯვარი ჩემთანა არს. ჯვარი მფარველ და მცველ ჩემდა არს. ჯვარი სასოება და ნუგეშისმცემელ ჩემდა არს.ჯვარი იესო მასზედა დამსჭვალული და დამოკიდებული. ჯვარი მასზედა იესო წყლულებითა მრავლითა დამსჭვალული, და ადამისა და ევას წყლულებისა და წყევისა განმკურნებელი, და კურთხევად შემცვალებელი ვითარცა დასაწერს წმიდა ეფრემ, ას მესამესა სიტყვასა შინა ვითარმედ ”ბჭეთა ზედა ცხოველს მყოფელისა ჯვარისა დავსხნეთ სასწაულნი, შუბლსა ზედა, მკერდსა, და ბაგეთა, ყოველთა ასოთა ჩვენთა გამოვსახოთ ესე, რამეთუ ესე არს საჭურველი ქრისტეანეთა, და ძლევა სიკვდილისა, და კვალად წმიდისაცა მოციქულისა ადრიასი ვისმინოთ, რომელი იგი სარწმუნოებით ევედრებოდარა, და მოიგონებდა, და ესრეთ იტყოდა ჟამსა მას ვნებისა თვისისასა ვითარმედ ”გიხაროდენ ჯვარო, ჳორცითა ქრისტესითა განწმედილო, და ასოთა მისთა მიერ, ვითარცა მარგარიტთა მიერ განშვებულო. შენს საყვარელხარ, და სურვილით შეიწყნარებთ, რამეთუ უწყინ მორწმუნეთა რაოდენი გაქვს შინაგან სიხარული. შენ მხიარულებით შემიწყნარე მე რამეთუ მოწაფე ვარ მისი რომელი შენზედა დამოეკიდა. მიმითვალე მე ვინათგან მოყვარულ შენდა ვიყავ, და მოხვევად შენდა მსურდა მარადის. ამისთვის საყვარელნო ქრისტეანენო, ხომ გაიგონეთ და მოისმინეთ ეს ამისთანა სიყვარული ჯვარისა, და სასოება ანდრია მოციქულისაგან, და ჩვენც ესრე უნდა გვიყვარდეს ჯვარი, ჩვენც ასერე უნდა გვიყვარდეს წმიდაჲ ჯვარი, და ასრეთ სასოებით უნდა გვსურდეს და თაყვანისვცემდეთ, ვითარცა იგივე დიდი მოძღვარი ეკკლესიისა დაგვიწერს ვითარმედ ”ნუ იტვირთავ ჯვარსა ქრისტესსა ჵი ქრისტეანეო მსგავსად ჰურიათა. რამეთუ ჰურიანი ქრისტესთვის ჯვრსა სთლიდენო, და ამას განიზრახვიდენო რომ იესო ნაზარეველი ამაზე დამოვკიდოთო, და თვით ამ ჯვარსაც ბილწითა ფერჴითა მათითა დასთრგუნვიდენ, ჰნერწყვიდენ, და მიწაზედ ათრევდენ. ამისთვის ამას დასწერს წმიდაჲ ოქროპირი ღვთის მოყვარენო ვითარმედ თქვენც იმათსავით ფერჳით დასართგუნველად ნუ იპყრობთ წმიდას ჯვარსაო. არამედ წმიდას ანდრია მოციქულსავით იპყარითო წმიდაჲ ჯვარი, თქვენც იმისთანას სასოებით და სიყვარულით თაყვანისცემითო. ამისთვის სიწმიდით და სიმართლით თაყვანისვცეთ მორწმუნენო რომ, წმიდას ჯვარს არა წმიდა, და ბილწის მოყვარული და მოუქცეველი ცოდვილი დიდად სძულს, და თავისის მადლისაგან დიდად შორად განაგდებს, და განიშორებს. ამისთვის წმიდას ჯვარს სიწმიდით თაყვანისვცეთ და სასოებით შევუდგეთ. რომელსაც ჩვეულება გაქვსთ კვირისა და უქმეს გატეხისა, და მარხვის ჭამისა, და ლოთობისა, და სიბილწით ქცევისა, ჴელი აიღევით, ახსარება თქვით, და წირვა და ლოცვა მოისმინეთ დღესასწაულსა და კვირას დღესა, და წმიდას ჯვარს თაყვანისეცით, და წელიწადში ერთხელ წმიდა ზიარება მიიღეთ, და ეს იქნება ჭეშმარიტად ჯვარის სიყვარული, და ჭეშმარიტი ქრისტიანობა. რომელსაც მკითხავთან მისვლა გიყვარსთ, და იმის გჯერათ რამე, და ან სხვა საწამლავი და ჯადეგი და შეკვრა რამ იცით, და ან ბეჭი, ან სიზმარი და ამისთანაები რამ დაგიცდიათ, თუ ჭეშმარიტნი ჯვარის მოსავნი ხართ, და ჯვარი გიყვარსთ და გწამსთ, ჴელი აიღევით, შენერწყვეთ, განაგდეთ, და წმიდას ჯვარზედ სასოება დასდე ვით, და ეს აღგისრულებსთ ყოველსავე კეთილსა გულის სათხოველსა თქვენსა, და ყოველივე კეთილი საცხოვრებელი ამისაგან მოგეცემათ ჭეშმარიტად, ვითარცა წმიდამ ოქროპირმა გვასწავა, ნუ ხარ ამპარტავნებით მქცევი საყვარულო. იქმენ უპირატესისა შენისა მორჩილ, მებატონისა შენისა ერთგულ, მოძღვრისა და მშობელთა შენთა სიტყვისა მსმენელ და დამჯერებელ. მეზობელთა და მოყვასთა შენთა და ძმათა მაამებელ გულითა კეთილითა და ნუ ქვეშ-ქვეშ მთხრელ მზაკვრობითა თავსაცილითა, ზრახვითა და განკითხვითა, ცილისწამებითა ცრუ ფიცითა, სიცრუე სიმტყუვნითა, შურითა და მტრობითა, რამეთუ ესე ყოველივე საძულველი და მოძაგებელი არის წმიდის ჯვარისაგან ქრისტეანენო. ამისთვის ამისთანას ღუთისა და ჯვარის საწყენს ცოდვენზე ჳელი ავიღოთ ქრისტეანენო, და რომელიც მოგახსენე, და კიდევაც მოგახსენებ, და თვითოს ჩემს სამწყესოს ეკკლესიებშიაც თვითოს სწავლა ქადაგებას ვიღვწი, და ვამხილებ თუ შეიწყნარებთ, გაიგონებთ და დაიჯერებთ, ჩემ გლახაკისა და უღირსის მწყემსისა თქუენისაგან, რათა დღეს ესრეა მცირედ მოგახსენე ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათვის, და კვალად სხვათა დღეთათვისცა მოგახსენო მადლითავე მისითა, რათა სასოებითა, და სიყვარულითა ჯვარსა ქრისტესსა ესრეთ თაყვანისვცეთ: სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ჯვარო დიდებულო, ცოდვათა ჩუენთ აღმჴოცელო, ბრალთა ჩჳჱთა შემნდობელო, და უსჯულოებათა ჩჳჱთა მომტევებელო. ჯვარო დიდებულო, ქრისტეს დიდებავ, ქრისტეანეთ სიქადულო. ქრისტეს უკვდავების სისხლით შეღებულო. ქრიტეს ეგოდენის ვნებისა და წყლულების შემწყნარებელო. ჯვარო, შენ ხომ სამოთხის ბჭე და კარი ხარ, შენ ხომ ცათა სასუფეველისა განმღებელი ხარ შენ ხომ შემნდობელი ხარდა მიმტევებელი ცოდვილთა შენანებულთა, და ეშმაკის საცთურისაგან რომ შეპყრობილი იყოს, შენ ხომ გამომხსნელი ხარ. და ობოლთა და ქვრივთა, და შეწუხებულთა და დაღონებულთა შემწე და ნუგეშისმცემელი ხარ, შენ ხომ გლახაკისა და დავრდომილისა მოწყალე და ჴელის აღმპყრობელი ხარ. შენ ხომ შენზედ ჯვარცმული იესოს უხრწნელად მშობელის დედის მარიამ ღჳთისმშობელისაგან ჯვარცმაზე ტირილისა, ჯვნესისა და მწარის მგლოვარის ამის მსმენელი და გამგონე ხარ. როდესაც ორნი ტრაპეზნი ტკივილისანი დაეგებოდეს, და ორნი შემწვარნი გულნი მწარედ და წყლულებულნიტარიგნი შეიწირვოდეს. ერთი იესოს საყვარელისა, დეა მეორედ დედისა ქალწულისამარიამისა, ძისა საყვარელისათვის ტკივილით მოწყლულისა ნაკვერცხალითა აღგზნებულითა შეიწვებოდეს. ჯვარო დიდებულო, შენ ვითარცა სიტყვიერთა და გონიერთა წმინდათა ანგელოსთა და კაცთათანა, შესწორებული ხარ, და უმეტესცა, და არა ვითარცა უსულოთა და უგვანთა ხეთა მიმსგავსებული. და ესე თვით შენც უწყი ყოვლად წმინდისა დედისა ღჳთისმშობელისა მიმართი წილხდომილებაჲ და აწ ესე ვითარად შეწუხებაჲ საქართველოსი სიგლახაკისა, და მტერთა უსჯულოთა და უღჳთოთაგან სისხლისა დაღვრისა, დატყვევებისა, და დაკლებისა. ყოველთაჲ მტერთაგან თავის დაქნევით, და მუქარით გამოთხოვილი საქართველოს ერი ქათლისა და კახეთისა მაგათ დიდთა და ძლიერთა ორთა მეოხთა და მფარველთა ვევედრებით სამღვდელონიდა საერონი. ჩჳჱნს შეწყალებასა და შეწევნასა და უსჯულოთაგან გამოხსნასა ჩჳჱნსა. და განძლიერებასა, და ამაღლებასა დიდსა რუსეთისა ჴელმწიფისა იმპერატორისა ალექსანდრესსა, შეწევნისა და მოწყალებისათვის და მტერთა უსჯულოთაგან განრომისათვის დავრდომილისა საქართველოსა ძალითა და მადლითა თქჳნითა ქრისტეს დიდებავ ჯვარო, და დიდად მფარველმცველოყოვლად კურთხეულო ღჳთის-მშობელო მარიამ, რომელთაცა გშვენის, დიდება პატივი, და თაყვანისცემა უკუნისამდე ამინ.